|
- საიტი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში ელექტრონული სწავლებისა და დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი კურსებისთვის. კურსების შემოთავაზება მუდმივად გაიზრდება.
კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს განათლების პოლიტიკის დაგეგმვის და მისი განხორციელების მნიშვნელოვანი ასპექტები სხვადასხვა ქვეყნების მაგალითების გამოყენებით. კურსი ძირითადად მიმოიხილავს ზოგადი განათლების პოლიტიკას.
კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს კვლევის დანიშნულება განათლებაში; მეცნიერული მეთოდის გაცნობა; კვლევის ანგარიშების გაგება და კრიტიკულად შეფასებას; საკვლევი საკითხის ჩამოყალიბება; კვლევის დაგეგმვა. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ: ინფორმაციის და ლიტერატურის მოძიებას; ლიტერატურის მიმოხილვა და საკვლევ თემასთან დაკავშირებას;ერთი და იგივე ინფორმაციის სხვადასხვა სახით წარმოდგენას (ცხრილების, გრაფიკების გააზრება/აგება). ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, ცვლადების განსაზღვრას, ჰიპოთეზის ტესტირებას. ინფორმაციის განზოგადებას. კვლევის დაგეგმვას.
კურსის მიზანია სტუდენტებს შესძინოს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მენეჯმენტის და ორგანიზაციული ქცევის იმ ასპექტების შესახებ როგორებიცაა: ორგანიზაციების მოდელები და სტრუქტურული ტიპები, ლიდერობა და მენეჯერული როლები/ტიპები, მოტივაცია, სამსახურით კმაყოფილება და კადრების მართვა, ორგანიზაციული ცვლილების დანერგვა და მისი მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა და სხვა საკითხები.
კურსის მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო პროცესის და საგანმანათლებლო სისტემების პოლიტიკური ხასიათის და განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების პოლიტიკური დატვირთვის შესწავლა. კურსის ფარგლებში განხილული იქნება კავშირები და ურთიერთობები განათლებასა და სახელმწიფოს, განათლებასა და საზოგადოებას, განათლებასა და ეკონომიკას შორის.
ეს საიტი განათლების მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების, მათი სადისერტაციო თემების ხელმძღვანელებისთვის და ინსტრუქტორებისთვისაა განკუთვნილი. მას გამოვიყენებთ რესურსებისა და ინფორმაციის გასაცვლელად. აქ განვათავსებთ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის სასარგებლო რესურსებს; ასევე, სტუდენტების მიერ მომზადებული შუალედურ პროდუქტებს და პრეზენტაციების განრგის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ოთხსემესტრიანი პრაქტიკული კურსი, რომელიც ერთმანეთთან თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას აკავშირებს . პირველ სემესტრში სტუდენტები აწარმოებენ დაკვირვებებს სკოლებში, უკეთ გაეცნობიან სკოლის ორგანიზაციას. ისინი მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას ლიდერობის და მენეჯმენტის ასპექტების შესახებ; შეისწავლიან და გაარჩევენ განათლების სფეროში ადმინისტრაციის როლსა და პასუხისმგებლობას.
კურსი წარმოადგენს განათლებაში კვლევის არსის, მიზნებისა და მეთოდების მიმოხილვას. კურსი მიზნად ისახავს სტუდენტებს გააცნოს მეცნიერული მეთოდის თავისებურებები ზოგადად, მონაცემების სტატისტიკური დამუშავების საფუძვლები, ჩამოუყალიბოს კვლევის ანგარიშების გაგებისა და კრიტიკულად შეფასებს უნარი, საკვლევი საკითხის ჩამოყალიბებისა და კვლევის დაგეგმვის უნარები.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ:
ინფორმაციის და ლიტერატურის მოძიებას; ლიტერატურის მიმოხილვას და საკვლევ თემასთან დაკავშირებას; ერთი და იგივე ინფორმაციის სხვადასხვა სახით წარმოდგენას (ცხრილების, გრაფიკების გააზრება/აგება); აღწერითი სტატისტიკის და ინფერენციული სტატისტიკას შორის განსხვავებას; აღწერითი სტატისტიკის ძირითად ცნებებს; ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, ცვლადების განსაზღვრას, ჰიპოთეზის ტესტირებას; ინფორმაციის განზოგადების პრინციპებს. აღწერითი სტატისტიკის პრაქტიკაში გამოყენებას.
კურსის მიზანია, რომ შევისწავლოთ განათლების დღევანდელი სისტემის სოციალური საფუძვლების კრიტიკული განხილვა. კურსის ფარგლებში განხილული იქნება განათლების ისტორიული, სოციალური, ფილოსოფიური საფუძვლები. შევეცდებით ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვებს: - რა მიზნებს ემსახურება განათლების სისტემა?
- როგორ ხდება განათლების მიზნების ფორმირება?
- რა სოციალური სარგებელი აქვს განათლებას?
- რა კავშირები არსებობს მიზნებს, მეთოდებსა და საშუალებებს შორის?
კურსის შედეგად სტუდენტებს შეეძლებათ სასწავლო პროცესის თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შედეგად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, ისე, რომ გაცნობიერებული ექნება თუ რატომ, რა დროს და როგორ უნდა ამ ტექნოლოგიების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.
კურსის მიზანია სტუდენტს, მომავალ მასწავლებელს განუვითაროს პედაგოგიური უნარების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობები; განუვითაროს დაკვირვების, აღწერის, გაკვეთილის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების უნარები.
კურსის შედეგად სტუდენტებს შეეძლებათ სასწავლო პროცესის თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შედეგად დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება, ისე, რომ გაცნობიერებული ექნება თუ რატომ, რა დროს და როგორ უნდა ამ ტექნოლოგიების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.
კურსის მიზანია სტუდენტს შეუქმნას წარმოდგენა შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში დროის აღქმისა და ისტორიული აზროვნების თავისებურებებზე, ამ საკითხების შესწავლის სფეროში არსებულ ძირითად ცნებებზე, თეორიებზე და მიდგომებზე. ასევე კურსის მიზანია სტუდენტმა მოახერხოს შუა საუკუნეების, როგორც დროის აღქმისა და ისტორიული აზროვნების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ეპოქის გააზრება და ამ მახასიათებლის საფუძველზე შუა საუკუნეების ქართული კულტურის ზოგად ქრისტიანული სამყაროს კონტექსტში განხილვა.
კურსის მიზანია სტუდენტს ჩამოუყალიბოს სხვადასხვა საზოგადოებებში ისტორიის აღქმის და კოლექტიური მეხსიერების ფორმირების თავისებურებათა, ამ პრობლემატიკის კვლევის სფეროში არსებული ძირითადი ცნებების, თეორიების, მეთოდოლოგიური მიდგომების და კონკრეტული შემთხვევების (Casy Study) ანალიზის უნარი. კურსის ფორმატი მნიშვნელოვან წილად გათვლილია სტუდენტის დამოუკიდებელ მუშაობაზე და ამისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს განსაზღვროს, რომ წარსულიდან დასამახსოვრებელი ინფორმაციის სელექცია და ინტერპრეტაცია სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული. ასევე ის შეძლებს წარსულის რეპრეზენტაციის, მეხსიერების პოლიტიკისა და თანამედროვე მსოფლიო პროცესების ერთმანეთთან კავშირის ანალიზს.
დამატებითი მასალები მე-7 კლასისთვის
ტუტორების დამატებითი მასალები ქართული ენის კურსისთვის
ინგლისური ენის ონლაინ კურსი სკოლის მოსწავლეებისათვის
ქმე მასწავლებლების სამუშაო ჯგუფი: დისკუსიები და ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე მასალებზე და მოვლენებზე
ტუტორების რეფლექსიები და დისკუსიები
ონლაინ-ტუტორიუმი A1 დონის პოლონური ენის კურსისთვის
ონლაინ-ტუტორიუმი ესპანური ენის პრაქტიკული კურსის A2 დონისთვის
ონლაინ-ტუტორიუმი A2 დონის იტალიური ენის კურსისთვის
ონლაინ-ტუტორიუმი A2 დონის ფრანგული ენის კურსებისთვის
გერმანული ენის პრაქტიკული კურსის დონე A2 ონლაინ-ტუტორიუმი
კურსისფარგლებშიგანხილულიაცოდნის მართვის ეპისტემოლოგიური, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და ტექნიკური საკითხები. შევეცდებითვუპასუხოთფუნდამენტურკითხვებს: - რაარის ცოდნა და რას მნიშვნელობა აქვს მას ორგანიზაციისთვის?
- როგორხდებასწავლადი ორგანიზაციების ჩამოყალიბება?
- რა საშუალებებით არის შესაძლებელი ორგანიზაციის ფარგლებში ცოდნის მართვა?
Development portal for Education Administration MA Program at ISU
| |